ენერგეტიკული მოწყობილობების უმეტესობა დღეს იყენებს სატრანსფორმატორო ზეთს მისი დიელექტრიკული თვისებების გაგრილებისთვის, იზოლაციისთვის და აქტიური ნაწილის დასაცავად. სატრანსფორმატორო ზეთები  ძირითადად შედგება ნახშირწყალბადების ნარევისგან. დროთა განმავლობაში ზეთში იწყებენ ჟანგვის ქვეპროდუქტების წარმოქმნას. ჟანგვის ქვეპროდუქტების მატება იწვევს მჟავიანობის მატებას (ნეიტრალიზაციის რიცხვი). ამ ეტაპზე დაძველების პროდუქტი იწყებს წარმოქმნას და ზეთი კარგავს თავის დიელექტრიკულ თვისებებს,ზეთის შემდგომი გაფუჭებისა და ტრანსფორმატორის აქტიური ნაწილის შესაძლო დაზიანების  და იზოლაციის ვარდნის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ზეთის შეცვლა ან ძველი ზეთის რეგენერაცია.

ძველი ზეთის რეგენერაცია – ახლოსაა თვისებებით ახალ ზეთთან მაგრამ ფასით 40% ით ნაკლებია

ჩვენი ზეთის მომსახურება მოიცავს:

 

ზეთის გაწმენდა და ფილტრაცია

  • ტენიანობის, გაზის და მყარი დამაბინძურებლების მოცილება მოწინავე ფილტრაციის სისტემების გამოყენებით.
  • ზრდის იზოლაციას და აუმჯობესებს გამაგრილებელ თვისებებს.

ზეთის რეგენერაცია და აღდგენა

  • აღადგენს ზეთს თითქმის ახალ მდგომარეობამდე ჟანგვის ქვეპროდუქტებისა და მჟავების დაგროვების მოცილებით.
  • ამცირებს ზეთის ხშირი გამოცვლის აუცილებლობას, დაზოგავს ხარჯებს და ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.